AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვლევა მოამზადეს
გიმნაზია AIA-GESS-ის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთ ძირითად რელიგიაზე – ქრისტიანობა (2.3 მლრდ), ისლამი (1.9 მლრდ), ჰინდუიზმი (1.2 მლრდ), ბუდიზმი (500 მლნ), იუდაიზმი (15 მლნ) – კვლევა წარადგინეს.
გიმნაზიის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ქრისტიანული ეკლესიები, მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა და ჰინდუისტური ტაძარი, ხოლო ბუდისტური ტაძრის წარმომადგენლებს დისტანციურად დაუკავშირდნენ.
ახალგაზრდებმა შეისწავლეს, რა გზავნილი აქვს თითოეულ რელიგიას, როგორ იქმნება სულიერი წესრიგი, როგორ იწერება ისტორია და რა კავშირია რწმენასა და მშვიდობას შორის.
პრეზენტაციებს ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები: Dr. Aishath Rafiyya – მალდივები, არაბთა საამიროები, Rohan Gunaratna – სინგაპური, Lorenz Jolin – შვედეთი, Piya Ratna – ნეპალი.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ AIA-GESS მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე, დიალოგსა და კრიტიკულ აზროვნებაზე დაყრდნობით ავითარებს.
გიმნაზია მადლობას უხდის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, ბრიტანულ უნივერსიტეტს, ჟიურის ხელმძღვანელ მარიამ ბოლქვაძეს და სენიორ AIA-GESS-ელებს მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი 26 ახალგაზრდა მკვლევარი გვიჩვენებს, რომ მომავალი იქმნება მაშინ, როდესაც ახალგაზრდები სწავლობენ, უსმენენ, სცემენ პატივს და ფიქრობენ ერთმანეთზე, ჰუმანურობასა და საერთო მომავალზე“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS