AIA-GESS-ის მოსწავლეებმა UCMAS-ის 2025 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს UCMAS-ის 2025 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც წელს საქართველოში, SEU-ში გაიმართა.
გიმნაზიის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის 1 500-ზე მეტი საუკეთესო მოსწავლე იყრიდა თავს, AIA-GESS-მა გამორჩეული შედეგები აჩვენა:
- II საპრიზო ადგილი: გეგა ოსეფაშვილი;
- III საპრიზო ადგილი: ნია ოსეფაშვილი, დაჩი მატკავა, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნინა ჩანადირი, ნისიმე გაგნიძე.
თითოეულმა მათგანმა ღირსეულად გაიარა რთული ეტაპები (Visual & Flash სესიები) და AIA-GESS-ის მოსწავლეების მაღალი აკადემიური მზაობა და მოტივაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ორივე დღის განმავლობაში ღონისძიების უნაკლო ორგანიზებაზე პროფესიონალ მოხალისეთა გუნდი ზრუნავდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო კოორდინაციაზე, სტუმართმოყვარეობასა და უსაფრთხოებაზე. პარალელურად, UCMASGEORGIA-ს ოფიციალური Facebook გვერდის მეშვეობით მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაცია, რამაც მშობლებსა და სკოლებს საშუალება მისცა, რეალურ დროში ედევნებინათ თვალი პროცესებისთვის.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით UCMAS Georgia-ს და მის დირექტორს, Sahar Harb-ს ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის შექმნისთვის“, – აცხადებენ გიმნაზია AIA-GESS-ში.
-
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS