5 დეკემბერი, 2025 11:11
AIA-GESS-ის პედაგოგები პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმს დაესწრნენ
გიმნაზია AIA-GESS-ის პედაგოგები – თინათინ ლაღიძე და ნინო აბესაძე 28-29 ნოემბერს, პოლონეთში, ვარშავაში გამართულ კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმს დაესწრნენ.
გიმნაზიის მიერ 4 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული საერთაშორისო პლატფორმა მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ კლუბებში განხორციელებული პროექტები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.
კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე წარმატებული პედაგოგების მონაწილეობას, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფარგლებში, ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS