AIA-GESS-ის საბუნებისმეტყველო კლუბებმა სამეცნიერო პიკნიკზე პროექტი და აქტივობები წარადგინეს
გიმნაზია AIA-GESS-ის საბუნებისმეტყველო კლუბებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე პროექტი და შემეცნებითი აქტივობები წარადგინეს.
გიმნაზიის ცნობით, კლუბმა „AIA ბიოლოგები“ წარადგინა პროექტი „ბაქტერიები ჩვენს ირგვლივ – ხელოვნური ინტელექტიდან ინკუბატორამდე“, რომელმაც Science on Stage 2025-ის ეროვნულ ფესტივალზე მოიპოვა გამარჯვება. მომდევნო ეტაპზე, კლუბის ხელმძღვანელი თამარ ტურაშვილი პროექტს ლიეტუვაში, კლაიპედაში, საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.
კლუბმა GREEN SPACE კი მდგრადი განვითარების მიმართულებით მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები წარადგინა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ კლუბის წევრების მიერ მომზადებულ „ვორქშოფებში“ და საკუთარი გამოცდილებით ენახათ, როგორ შეიძლება რესურსების ხელმეორედ გამოყენება.
კვლევა, ინოვაცია და გარემოზე ზრუნვა AIA-GESS-ის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილია.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS