2 სექტემბერი, 2025 16:29
AIA-GESS-ის საზაფხულო სკოლა დასრულდა
გიმნაზია AIA-GESS-ის საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა.
გიმნაზიის მიერ 31 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „დედამიწის მცველთა ბანაკში“ (I-III კლასები) მოსწავლეებმა თამაშებით, ექსპერიმენტებითა და შემოქმედებითი აქტივობებით გაიგეს, როგორ უნდა იზრუნონ ბუნებაზე და რატომ არის გარემოს დაცვა ასეთი მნიშვნელოვანი.
„მშვიდობიანი მოქალაქეების ბანაკში“ (IV-V კლასები) მონაწილეებმა განივითარეს გუნდური მუშაობის, ემპათიისა და კომუნიკაციის უნარები, ისწავლეს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრა და საკუთარი „მშვიდობის ქალაქიც“ შექმნეს.
ორივე ბანაკი სერტიფიკატებით, პრეზენტაციებითა და დადებითი ემოციებით დასრულდა.
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS