AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი, ქ-ნი ეფი სტატოპულუ ეწვია.
გიმნაზიის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სკოლის დამფუძნებლებთან, რა დროსაც მხარეებმა გლობალური განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ბრიტანული მხარის წარმომადგენლებმა და სკოლის დამფუძნებლებმა იმსჯელეს იმ ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელის დანერგვაზე, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული განათლება საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ.
ვიზიტის დასასრულს Pearson Edexcel-ის წარმომადგენელმა დაათვალიერა სკოლის სამივე კამპუსი და მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ სკოლა ოფიციალურად შეუერთდეს იმ პრესტიჟულ გლობალურ საგანმანათლებლო ქსელს, რომლის დიპლომიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია აღიარებული.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდი Solana Hackathon-ის გამარჯვებულია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS