12 ნოემბერი, 2025 17:24
AIA-GESS-ს მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის სპეციალური ჯილდო მიენიჭა
გიმნაზია AIA-GESS-ს, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამოჩენილი ძალისხმევისა და განსაკუთრებული წვლილისთვის, მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის – SAGE-ის სპეციალური ჯილდო მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია AIA-GESS-მა 12 ნოემბერს გამოაქვეყნა.
SAGE Georgia გლობალური ქსელის ნაწილს წარმოადგენს. ის არის საერთაშორისო დონის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმეობისა და ანტერპრენერული აზროვნების გზით. პლატფორმა აერთიანებს ახალგაზრდა ინოვატორებს, მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც საზოგადოებაში პოზიტიურ გავლენას ერთად ქმნიან.
გიმნაზია მადლობას უხდის SAGE Georgia-ს ფინანსური განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მეწარმეობითი უნარების განვითარების მხარდაჭერისთვის.
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS