AIA-GESS-ში ბიოლოგიის კლუბმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა
გიმნაზია AIA-GESS-ში, ბიოლოგიის კლუბმა, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, განსაკუთრებული და შემოქმედებითი აქტივობა გამართა.
ბიოლოგია ასეთი საინტერესო და „გემრიელი” ჯერ ნამდვილად არ ყოფილა! როგორ შეიძლება, დნმ-ის სტრუქტურა ორცხობილებით ისწავლო? როგორ იქცევა მიტოზი და მეიოზი შემეცნებით კულინარიულ გამოცდილებად? როგორ შეიძლება, ჟელიბონებით ადამიანის მოდელის აწყობა ან ტვინის ფორმის ქაფქეიქების დახმარებით ანატომიის უკეთ გაცნობა?
AIA-GESS-ის ბიოლოგიის კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შემოქმედებით მიდგომას სწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ ბიოლოგიური ცნებები „სამზარეულოში გადაიტანეს” და რთული სტრუქტურები სახალისო და თვალსაჩინო ფორმით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა დაგეგმეს სხვადასხვა ინტერაქტიული აქტივობა, შემეცნებითი თამაშები და პრაქტიკული დავალებები, რომლებშიც თანატოლები და მასწავლებლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
ასეთი გამოცდილება სწავლას უფრო საინტერესო პროცესად აქცევს და მას უფრო გასაგებსა და დასამახსოვრებელს ხდის.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS