30 აპრილი, 2026 11:26
AIA-GESS-ში დედამიწის დღე აღინიშნა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში დედამიწის დღე აღინიშნა.
გიმნაზიის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კლუბი „აიას ბიოლოგები” დედამიწის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს – წელსაც, მათ, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას შეუწყეს ხელი.
თამაშებისა და სხვადასხვა სახალისო დავალებების საშუალებით, კლუბის წევრებმა მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზეც იზრუნეს.
კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა კლუბის მიერ ნარჩენებისგან შექმნილი სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება რთული ბიოლოგიური საკითხების უკეთ გააზრებაში და ამავდროულად, ზრდის ცნობიერებას ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS