GE
3 თებერვალი, 2026 17:03

AIA-GESS-ში „მშობელთა პანელის” შეხვედრა გაიმართა

30 იანვარს, გიმნაზია AIA-GESS-ში „მშობელთა პანელის” მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სკოლის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანელში მონაწილეობდნენ:

გიორგი ფერიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომისტი; ACCA-ს სერტიფიცირებული ფინანსისტი; 2013-2015 წლებში – სს „პანექსის” დირექტორი; 2015-2019 წლებში – შპს „ეკოჰაუსის” (სამშენებლო კომპანია) დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი; 2020-2023 წლებში – „აი-სი ჰოლდინგის” დამფუძნებელი; 2023-2025 წლებში – საინვესტიციო კომპანია „პორტალ ინვესტის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ამჟამად აერთიანებს ხუთ კომპანიას: „პორტალ ქონსთრაქშენი” (სამშენებლო კომპანია), „პორტალ-კო” (ავტომობილების გაქირავება), „პორტალ ჰაუსი” (კონტეინერების საწარმო), „Felix” (ბარი) და „დებეტ კონსალტინგი” (საბუღალტრო კომპანია).

ელიზბარ ხაჩიძე – მომღერალი, ფინანსისტი; სსიპ ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი; სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

ლევან კარანაძე – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების ევროპული სამუშაო ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარე; ICAO-ს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, ლევან კარანაძე ასევე დანიშნულია ICAO-ს გლობალურ ელჩად 2026-2027 წლებისთვის.

მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: კომერცია და მარკეტინგი (ბაკალავრი), ეკონომიკა და ბიზნესი (მაგისტრი); პროფესიული პროგრამა CFM (Certified Financial Manager) – ფინანსური აღრიცხვა და მართვა; თავისუფალი უნივერსიტეტი; პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაცია (ACCA); სამუშაო ადგილი: სს „ბანკი ქართუ” – ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი.

ნანა ბაღდავაძე – ტურისტული კომპანია „Inex Travel”-ის გამყვანი ტურების მენეჯერი; ტურისტული კომპანია „Ambassadori Travel”-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი; დამწყები QA ინჟინერი ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით.

„გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აცხადებენ გიმნაზიაში.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS