27 ოქტომბერი, 2025 18:41
AIA GESS-ში ოქტობერფესტის ღონისძიება გაიმართა
გიმნაზია AIA GESS-ში ოქტობერფესტის ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი გერმანული კულტურის გაცნობა და უცხო ენის სწავლების პროცესის გახალისება იყო.
გიმნაზიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა გერმანული ხალხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. ისინი ასევე თემატურ თამაშებსა და აქტივობებშიც მონაწილეობდნენ.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული თვალსაწიერის გაფართოებას, უცხო ენის სწავლებისადმი ინტერესის გაძლიერებას და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ნამდვილი ბავარიული ატმოსფეროს შექმნისთვის“, – აცხადებენ გიმნაზია AIA GESS-ში.
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS