AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში ყოველწლიურად, აპრილში, ტრადიციულად იმართება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც V, VI და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.
გიმნაზიის მიერ 1-ელ აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეები საგნის მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას, ამუშავებენ მას, ქმნიან საპრეზენტაციო მასალას (პოსტერს ან პრეზენტაციას) და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე. კონფერენციის მიზანია ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების, მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
საგნობრივი კონფერენციის პირველი დღე წარმატებული გახსნით დაიწყო. მონაწილეებმა საინტერესო თემები წარადგინეს, გამოავლინეს მაღალი აქტიურობა და ჩართულობა.
ღონისძიებამ პოზიტიურ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნაშრომები შემდეგ საგნებში: ჩემი საქართველო, მოქალაქეობა, Sciences (ინგლისურენოვანი), ესპანური და რუსული.
„ყველა მომხსენებელი სერტიფიკატით დაჯილდოვდება, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებს სერტიფიკატთან ერთად, საჩუქრები გადაეცემათ.
განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის!“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS