AIA-GESS-ში „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო ჩემპიონატი ჩატარდა
12 და 14 ნოემბერს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში მოაზროვნეთა კლუბის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის, სახელწოდებით „ტვინების ბრძოლა“, საშემოდგომო ჩემპიონატი გაიმართა.
გიმნაზიის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტელექტუალურ თამაშში 15 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი გახდნენ:
მე-2 ასაკობრივი კატეგორია:
- I ადგილი – გუნდი „IQ’’ (VIII ა კლასი)
- II ადგილი – გუნდი „მონტეგის მეგობრები’’ (VIII გ კლასი)
- III ადგილი – გუნდი „ოდინი’’ (VIII გ კლასი)
მე-3 ასაკობრივი კატეგორია:
- I ადგილი – გუნდი „პი-ბმა’’ (XI კლასი)
- II ადგილი – გუნდი „ერუდიტი’’ (XII ა კლასი)
- III ადგილი – გუნდი „High heels’’ (X ბ კლასი)
ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის პედაგოგი ნინო ივანიაძე და მოსწავლეები – ნიკოლოზ დანელია, ანასტასია ბოლქვაძე, კესო ღვინიაშვილი, ნია პაპელიშვილი, ქეთი ტურაშვილი, ანა შამათავა, ანა შავერდაშვილი, ელენე კაჭიური, ანანო ხუბუნაია, ნატალი ქსოვრელი, ლიზა გოგოლაძე, მათე მოსახლიშვილი, სესე ჩიმჩიური, გვანცა გოგინაშვილი და ნინო ჩალაშვილი იყვნენ.
გიმნაზია მადლობას უხდის მოაზროვნეთა კლუბის პროექტების სამსახურს, ასევე, თამაშის ყველა მონაწილეს საინტერესო და აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ ინტელექტუალურ თამაშებში!
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS