“აიას-ქიმიკოსები” საინტერესო ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებენ
საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს.
ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს „აიას-ქიმიკოსების“ კლუბი, რომლის სულის ჩამდგმელი და მენტორი Ninio Garuchava
ნინო მასწავლებელი ყოველდღიურად უზრუნველყოფს საკლუბო მუშაობის მრავალფეროვნებას.
„აიას-ქიმიკოსები“ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრები არიან, მონაწილეობენ სამეცნიერო პიკნიკებში, ქმნიან სასკოლო რესურსებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით ატარებენ საინტერესო ცდებს.
სულ ცოტახნის წინ კლუბის წევრებმა – ნია ნორაკიძემ და მარიამ შენგელიამ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგეს და შექმნეს პირბადე, რომელიც ბუნებრივი ინდიკატორის გამოყენებით, ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ფერს იცვლის. ამ ინოვაციამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს Diamond Challenge – ის კონკურსში გამარჯვება მოუტანა.
პანდემიურ გამოწვევებსაც არ უშინდებიან. ნინო მასწავლებელი დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გრაფიკულ ტაბლეტს იყენებს კლუბის წევრები კი არ ჩერდებიან და საინტერესო ფილმებს ქმნიან: „რატომ არის ზღვა მლაშე?“ „რა აძლევს ყვავილებს სურნელს?“
ფილმებისა და ექსპერიმენტების ნახვა კლუბის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ
-
AIA-GESS ღია კარის დღეს უმასპინძლებს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა შექმნა AIA-GESS-ის მოსწავლემ – სამაჯური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS