„ეს ინსტრუმენტი ჩემზე მაღალია“ – მესამეკლასელი ანამარიას პირველი შესრულება არფაზე (+ვიდეო)
ნიჭიერი მოსწავლის შესაძლებლობები მის ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს სცდება.
გინახავთ მოსწავლე, რომელიც იმ მუსიკალურ ინსტრუმენტზე სამჯერ პატარაა, რომელზეც უკრავს? ასეთი ნიჭიერი მოსწავლის, ანამარია ადამიას შესახებ, EDU.ARIS.GE-ს მისი ბებო, ეკატერინე დგებუაძე ესაუბრება. მზრუნველი ბებო ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც ჩანს როგორ უკრავს მისი პატარა შვილიშვილი.
გაიცანით 9 წლის პატარა მუსიკოსი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები არფაზე დაკვრას სწავლობს:
@schoollover01 9 წლის ანამარია ადამიას შესრულება არფაზე ? ?#სკოლა #georgia?? #მოსწავლე?
როგორც ბებო მოგვითრობს, ანამარია ვალდორფის სკოლაში დადის იქ სკოლის ორკესტრში უკრავს და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს.
მესამეკლასელი, დამწყები მუსიკოსი, ანამარია ადამია: ეს ინსტრუმენტი ჩემზე მაღალია. ვოცნებებ, დავუკრა მუსიკა მულტფილმიდან „მზეთუნახავი და ურჩხული“. ამ სიმღერის შესრულების დროს ვფიქრობდი არფაზე, მელოდიაზე, ნოტებზე. ამ სიმღერას უკრაინელი დედები უმღერიან ბავშვებს და მეც ძალიან მომწონს.
ასევე იხილეთ:
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები