მშობლები თბილისიდან, რომლებიც შვილებისთვის აქტივობებს თავად ქმნიან – „ვიცოდით, მათ განვითარებაზე თავადაც უნდა გვეზრუნა“
ვინ თქვა, რომ მხოლოდ მასწავლებლები ქმნიან ნაირ-ნაირ აქტივობებს მოსწავლეებისთვის?! შვილის აღზრდა-განათლების საკითხებში ჩართულ აქტიური მშობლებიც წარმატებით ართმევენ თავს ამ გამოწვევას.
EDU.ARIS.GE-ს არ უძნელდება ყურადღებიანი, შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართული და შვილზე ორიენტირებული მშობლების ისტორიების მოძიება და თქვენამდე მოტანა.
11 ნოემბერს ჩვენი რესპონდენტები არიან აქტიური ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც 5 და 3 წლის შვილებისთვის აქტივობებს თავად ქმნიან.
ნანა კაციაშვილი და ნუკრი ლოლაძე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან. განსხვავებული პროფესიების მიუხედავად, ცოლ-ქმარმა საერო საქმე მარტივად იპოვნა და როგორც თავად მოგვითხრობენ, შვილების განვითარებაზე ზრუნვა ახლა მათი მთავარი ამოცანაა.
იხილეთ მშობლების ერთ-ერთი აქტივობის ვიდეო გაკვეთილი:
აი, რას გვიყვებიან მშობლები:
ნანა: თამაშების შექმნა ორსულობის პერიოდში დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ღამე არ მეძინებოდა. პირველი შვილი რომ დაიბადა, უკვე ბევრი ხელნაკეთი აქტივობა გვქონდა. იმ დროს არ ვმუშაობდი და არც ამდენი დედიკოების გვერდი არსებობდა. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე (ვსწავლობდი ბავშვთა ფსიქოლოგიას), ვიცოდი, რომ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მათ დაბადებამდე უნდა დამეწყო. მეუღლე სხვა პროფესიის არის, მაგრამ ისიც აქტიურად ჩაერთო.
ნუკრი: აქტიური მშობლები ვართ, სკოლა ჯერ არ გვაქვს შერჩეული და საგულდაგულოდ ვარჩევთ. (ალბათ, ახალი წლის შემდეგ გავაკეთებთ საბოლოო არჩევანს). დიახ 100%-ით ჩართული ვარ თავადაც. ჩემი მეუღლე მათეს ასაკის ბავშვებთან მუშაობს და ხშირად ჯერ მათესთან ცდის ამ აქტივობებს და შემდეგ მიაქვს სხვებთან. ეს სახალისო საქმეც არის, ვიცოდით, მათ განვითარებაზე თავადაც უნდა გვეზრუნა.
ასევე იხილეთ;