31 იანვარი, 2023 10:16
ამერიკული კონკურსის ნახევარფინალში გიმნაზია „აია-ჯესსის“ ორი გუნდი გადავიდა
ამერიკული კონკურსის “Diamond Challenge” ნახევარფინალში გიმნაზია „აია-ჯესსის“ ორი გუნდი გადავიდა.
კონკურსის ორგანიზატორია დელავერის უნივერსიტეტი აშშ-ში.
Diamond Challenge მიზნად ისახავს უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარებას.
გამოწვევის ნახევარფინალი აპრილში გაიმართება, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მოსწავლეებიც წარადგენენ სოციალურ ბიზნეს იდეებს.
გამარჯვებული გუნდების წევრები გახდნენ: ნიკოლოზ დანელია, მარიამ კუკულაძე, მარიამ ჩუბინიძე, ნინი გულედანი, ნიკოლოზ სიხარულიძე და ანდრია ქელეხსაევი.
გუნდებს მენტორობას უწევდა გიმნაზია “აია-ჯესსის” მასწავლებელი-მარინა ხარიტონაშვილი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS