სკოლის ეზოში გადამალული ამოცანის სწორი პასუხები და 126-ე საჯარო სკოლის სახალისო გაკვეთილი პირველკლასელთა მონაწილეობით
როგორ ამოწმებთ, რა ისწავლეს მათემატიკის გაკვეთილებზე თქვენმა პირველკლასელებმა? თბილისის 126-ე საჯარო სკოლამ პედაგოგ ნათია უჩავას ხელმძღვანელობით, მათემატიკის ცოდნის შესამოწმებლად 1-ელი ა კლასის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი ჩაუტარა. ამ პროცესის ამსახველი ფოტოკადრები კი სკოლამ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, 3 აპრილს გამოაქვეყნა.
როგორც EDU.ARIS.GE–ს სკოლაში აუხსნეს, მოსწავლეებს გაკვეთილზე უნდა ემუშავათ გუნდურად, ღია ცის ქვეშ. თითოეულ გუნდს მიეცა შემდეგი დავალება: უნდა გამოეთვალათ მათემატიკური მაგალითი, ხოლო პასუხი სკოლის ეზოში, გარკვეულ პერიმეტრზე მოეძებნათ. ამოცანების სწორი პასუხები სკოლის ეზოში საგულდაგულოდ იყო გადამალული..
ერთიანი ძალისხმებით ყველა მოსწავლემ შეძლო სახალისო გამოცდის წარმატებით ჩაბარება, გაკვეთილმა პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც – რა აქტივობებით ცდილობთ შეამოწმოთ რა ისწავლეს გაკვეთილებზე პირველკლასელებმა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



