არაფორმალური განათლება – მოსწავლეთა შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში
არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. მისი მიზანია ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარება და ჩამოყალიბება ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას წარმოჩნდეს საკუთარი ინტერესების მიხედვით.
არაფორმალური განათლების დროს პიროვნებას უყალიბდება დამოკიდებულებები, უნარ-ჩვევები და ცოდნა. მსგავსი განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას მკვეთრად გამოავლინოს ის შესაძლებლობები, რომელიც მის შინაგან ინდივიდს ავლენს. ის კავშირშია პროფესიულ/სახელოვნებო განათლებასთან. რაც მოსწავლეს ეხმარება კარიერის დაგეგმვაში, რომელიც მნიშვნელოვანი რგოლია განათლებასა და შრომის ბაზარს შორის.
სკოლა ადრეულ ასაკშივე უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს არაფორმალური განათლების მიმართ ინტერესს. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ხელოვნების შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“, რომელიც სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N 51 საჯარო სკოლაში ონლაინ გაიმართა.
ფესტივალის მიზანი იყო სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს კლასების მიხედვით შექმნათ ხელოვნების სხვადასხვა დარგების ნამუშევრები. ფესტივალმა გააერთიანა ხელოვნების ისეთი დარგები როგორიცაა სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ლიტერატურა, კინოხელოვნება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ონლაინ გამოფენები, მასტერკლასები, შეხვედრები, სადაც მოსწავლეები გაეცნო, მშობლებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საკუთარ და მეგობრების ნამუშევრები. „მსგავსი სახის ფესტივალი ხელს უწყობს მოსწავლეებში ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას, გამოვლენას“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა ნანა ვერულაშვილმა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი აცხადებს ფესტივალის ყველა სექციაში მოსწავლეთა ინტერესი დიდი იყო. აქტიურად ჩაერთო მშობლებიც, რაც ძალიან სასიამოვნოა. „ჩემთვის როგორც მშობლისთვის მნიშვნელოვანია ჩემი შვილის როგორც აკადემიური ასევე ზოგადი განათლება. ასევე ისეთი შემოქმედებითი ღონისძიებები, რაშიც მშობლის ჩართულობაა გათვალისწინებული. სკოლა, მოსწავლე, მშობელი ეს ის ჯაჭვია, რომელიც მუდმივად კავშირში უნდა იყოს. მსგავსი პროექტები ზრდის მშობელთა ჩართულობას. ჩემი შვილი სიხარულით და დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული. ვესწრებოდით შეხვედრებს, მოვამზადეთ საკონფერენციო თემა. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნაშრომი დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად მოამზადა“, – განაცხადა ფესტივალში მონაწილე ნუცა ბეღელურის მშობელმა, ანა გულიაშვილმა.