თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს 50-მდე ახლი წიგნი შეემატა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებით განხორციელდა პროექტი სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით შევსებასთან დაკავშირებით.
პროექტის პირველ ეტაპში სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაც განახლდა წიგნადი ფონდით.
პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოვება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს.
1. ხელოვნების პორტრეტი ახალგაზრდობისას – ჯეიმზ ჯოისი;
2. დიმიტრი ყიფიანი 131 ამბავი – თამაზ ჯოლოგუა;
3. თბილისის ძველი სასტუმროები – დავით ხოშტარია;
4. ალბომი – რუსუდან ფეტვიაშვილი;
5. საქართველოს ისტორიის ატლასი – დავით მუსხელიშვილი;
6. ტაო-კლარჯეთი/ ფოტოემოციები – ბუბა კუდავა ;
7. ვეფხისტყაოსანი ილუსტრირებული მ/გ – შოთა რუსთაველი;
8. მითოლოგიური ენციკლოპედია (3 წიგნეული) – ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე;
9. წვიმის ზღაპარი – ბონდო მაცაბერიძე ;
10. უჩვეულო კვირა დღე (ორენოვანი) – მარიამ წიკლაური;
11. უკვდავება – მილან კუნდერა;
12. პრაღის სასაფლაო – უმბერტო ეკო;
13. არჩევანი – გოლი თარაყი;
14. სრული გასხივოსნება – ჯ.ს.ფოერი;
15. ნივთების უმანკოება – ორჰან ფამუკი;
16. საზოგადოებასთან ურთიერთობა – დენის ლ.უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი;
17. რუკები (დასურათებული მოგზაურობა მსოფლიოს გარეშე) – ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები;
18. გულივერის მოგზაურობა – ჯონათან სვიფტი;
19. ჰალკბერი ფინის თავგადასავალი – მარკ ტვენი;
20. ახალი და ძველი ზღაპარ-ლექსები – გურამ პეტრიაშვილი;
21. საშლელები -თამარ გეგეშიძე;
22. საუბრები უფროსკლასელთათვის – გია მურღულია;
23. ვეფხისტყაოსანი/ ბაჩანა ბრეგვაძის პროზაული ვერსია შოთა რუსთაველი;
24. 4 რომანი – თამაზ ჭილაძე;
25. პირადი წერილები – ირაკლი ჩარკვიანი;
26. საავტორო სვეტები ინტერვიუები – ირაკლი ჩარკვიანი;
27. მოსიარულე გაკვეთილები – ლელა კოტორაშვილი;
28. ცოცხალი მიწა – თამაზ ჭილაძე;
29. უბის წიგნაკებიდან – მიხეილ ჯავახიშვილი;
30. ცა მიწიდან იწყება – ოთარ ჭილაძე;
31. საქართველოს ბუნების 100 საოცრება – გიორგი დვალაშვილი;
32. საქართველოს 100 მუზეუმი – ა. ნონეშვილი, ა. თავართქილაძე;
33. პირველი 1000 სიტყვა ინგლისურად – ჰეზერ ამერი;
34. მსოფლიო საოცრებები;
35. მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი – ავტ. ჯგუფი;
36. ლოტო – ფორმები და ფერები;
37. ლოტო – მსოფლიო დროშები;
38. ლოტო – ანბანი;
39. ინოვატორი – სამაგიდო თამაში;
40. დიდი მხატვრები – დიდი მხატვრების ცნობილი შედევრები;
41. ლექსები – ნოდარ დუმბაძე;
42. ჩემი საყვარელი ზღაპრები – ბრემენელი მუსიკოსები და სხვა გმირები;
43. იკითხე კლასიკა – ანტონ ჩეხოვი ალუბლის ბაღი ანტონ ჩეხოვი;
44. იკითხე კლასიკა – ო, ჰენრი;
45. ბრაიან ტრეისი – მოტივაცია;
46. საშობაო სიმღერა – ჩარლზ დიკენსი;
47. არჩევანი – ნიკოლას სპარქსი.