GE
21 დეკემბერი, 2020 12:58

შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლაში

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლაში 17 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება მოსწავლეთა შემოქმედებითი ხელოვნების ფესტივალი სახელწოდებით „მე შემოქმედი“.

ფესტივალის მიზანია სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა კლასების მიხედვით შექმნან ხელოვნების სხვადასხვა დარგების ნიმუშები. ფესტივალი გააერთიანებს ისეთი დარგების ნამუშევრებს როგორიცაა სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ლიტერატურა, კინოხელოვნება. გაიმართება ონლაინ გამოფენები, მასტერკლასები, შეხვედრები, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან, მშობლებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ როგორც საკუთარ, ასევე მეგობრების ნამუშევრებს.

ფესტივალი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას, გამოვლენას. ფესტივალის – „მე შემოქმედი“ ფარგლებში დაწყებითი საფეხურის I კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებს აქტივობაში “კალიგრაფია”.

დაწყებითი საფეხურის II კლასის მოსწავლეები ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აქტივობით -„მიწერე ბარათი მეგობარს“. მოსწავლემ უნდა მიწეროს ბარათი მისთვის სასურველ მეგობარს, დაასურათოს. III კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მოსწავლეები შექმნიან ნამუშევრებს საახალწლო თემატიკაზე.

IV კლასის მოსწავლეები კი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით. მოსწავლეები შექმნიან საახალწლო სათამაშოებს საახალწლო თემატიკაზე.
V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის კინოხელოვნების სექციაში. მოსწავლეები დაესწრება ონლაინ მასტერკლასს კინოხელოვნებაზე. გადაიღებენ ფილმებს მეგობრობაზე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციაში სახელწოდებით „ხელოვნებაა თავად უკვდავება“.

ფესტივალი გაიხსნა 17 დეკემბერს ონლაინ. გაიმართა zoom-ს პლატფორმაზე შეხვედრა მედიათეკარ ნინო პატაშურთან. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნზე, წაიკითხეს ყველაზე პატარა მოთხრობები და თავადაც შექმნეს.

Aris.ge - განათლება განათლება