თბილისის №51 საჯარო სკოლა ჩაერთო ფოტოკონკურსში „ფოტოამბები პანდემიის დროს“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება მოსწავლეთა ფოტოკონკურსი „ფოტოამბები პანდემიის დროს“. აღნიშნულ კონკურსში აქტიურადაა ჩართული სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა.
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილონ და შესაბამისად ფოტოებზე ასახონ თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება ისეთი პრიორიტეტული საკითხების შესახებ, როგორიცაა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენური წესების დაცვა, ერთმანეთზე ზრუნვა და თანაგრძნობა, საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა დისტანციურ რეჟიმში და სხვა.
კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას/გამოვლენას.
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები.
საკონკურსო მასალის შეფასებისას ყურადღება მიექცა ფოტოს შინაარსის აქტუალობასა და კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობას.
-
არაფორმალური განათლება – მოსწავლეთა შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
თბილისის N51 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნის ფონდს 50-მდე ახლი წიგნი შეემატა by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა
-
შემოქმედებითი ფესტივალი „მე შემოქმედი“ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლაში by სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა



