16 ოქტომბერი, 2025 11:55
ასე ისწავლის თქვენი მეორეკლასელი 100-მდე რიცხვების ცნობას და სხვადასხვა მოქმედების შესრულებას (ვიდეო)
ავტორი: ირინა ფუტკარაძე – თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მეორე კლასში, ერთ-ერთი გამოწვევა 20-დან 100-მდე რიცხვების ცნობა და სხვადასხვა მოქმედების შესრულებაა.
მოსწავლეებს გაუმარტივდებათ ამ სირთულის გადალახვა თუ:
- ათეულების სახელწოდებებზე გავჩერდებით მყარად და ადეკვატური დროით;
- ათეულების შეკრება-გამოკლებას ვასწავლით გააზრებულად;
- ვასწავლით ოცეულების შეკრება-გამოკლებას;
- ათეულისა და ერთეულის თანრიგზე გვაქვს ნამუშევარი.
მეორე კლასში მოსწავლეებს ერევათ ათეულისა და ერთეულის თანრიგი ხშირად ათეულს უმატებენ ერთეულს და ჯამიც არასწორია. შეგვიძლია, გავუმარტივოთ აღქმა და ყველა ათეულის თანრიგის ციფრები წარმოვადგინოთ წითელი ფერით, ხოლო ერთეულის თანრიგი ლურჯი ციფრით. შესაბამისად, მოსწავლე ლურჯ ციფრებს შეკრებს და დაწერს ერთეულის თანრიგში, ხოლო წითელ ათეულს გადმოიტანს უცვლელად.
იხილეთ: ვიდეო
შედეგი:
- ფერები და თვალსაჩინო რესურსი მოსწავლეს დაეხმარება მხედველობით მეხსიერებასა და ყურადღების კონცეტრაციაში;
- მოსწავლეები მარტივად შეძლებენ ჯამის პოვნას, რაც გააძლიერებს თვითრწმენას;
- თამაშით სწავლა, სირთულეების მარტივად გადალახვა და სწორად შესრულებული სავარჯიშოები – კვებავს განწყობას, რათა მუშაობა სახლშიც გააგრძელონ.
-
თბილისის ზოგიერთ სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა – განათლების სამინისტროს განმარტება by სკოლების ამბები
-
161-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „მოსწავლეებსა და მშობლებს ვეტყოდი, რომ მოთმინება გვმართებს – სოფელი ერთ დღეში არ აშენებულა“ by სკოლების ამბები
-
სახიფათო ფრაზები მოსწავლისადმი და მათი ალტერნატივა – რა ვუთხრათ და რა არა by სკოლების ამბები