GE
14 ივნისი, 2017 15:37

ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები 17 ივნისს ღია კარის დღეს ატარებს

ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები გიწვევთ პროგრამულ პრეზენტაციაზე და ღია კარის დღეზე. პრეზენტაციაზე წამორდგენილი იქნება სკოლისა და კათედრების მიერ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოები. სკოლა ასევე შმოგთავაზებთ მომავალი წლისთვის განსახორციელებელ სიახლეებსა და პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მომავალი წლიდან იწყებს ავსტრიული პროგრამების დანერგვას და იგი ხდება ავსტრიულ – ქართული სკოლა ფესვები.

ღია კარის დღე ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვებში 17 ივნისს, დილის 10 საათზე გაიმართება.

Aris.ge - განათლება განათლება