9 მარტი, 2018 14:42
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების სააქტო დარბაზში მე IIა კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
“გაზახულის ფერებში მორთული დარბაზიდან მიულოცეს ნიჭიერმა პატარებმა, საყვარელ დედიკოებს ეს ლამაზი დღე. არ დაიშურეს ლექსები და სიმღერები, შაირები თუ საცეკვაო ნომრები, რითაც აღფრთოვანება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. იყო ცრემლები, იყო ღიმილი და გულწრფელი ოვაციები. პატარებმა ნამდვილად შეძლეს დამსწრე საზოგადოებისთვის გულის სიმების შერხევა და ერთი დღის გალამაზება”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
სკოლა მადლობას უხდის, ღონისძიების ორგანიზატორს თამარ ნათაძეს, სცენის დეკორატორს მარიამ ჩაკვეტაძეს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მასწავლებლებს თეა გაგუასა და ქეთევან აბაშიძეს ამ საღამოსთვის.