სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს
ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესევების მესამე კლასის მოსწავლეებმა თამარ შარიქაძის ხელმძღვანელობით, ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს გაერთიანებული საქართველოს საამაყო მეფე დავით აღმაშენებელს.
“პატარა მკვლევარებმა დიდი ინტერესით, სიყვარულით და მონდომებით ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წარსულზე”, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 თებერვალს კი ქართულ-ავსტრიული სკოლა “ფესვების” VIIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით “ექვთიმე ღვთისკაცი”. სამმა ჯგუფმა სამი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავა:
- ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი;
- ბიოგრაფია;
- ქართული განძის ბედი.
სკოლის ინფორმაციით, ბავშვები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ დაკისრებულ მისიას და კარგადაც გაართვეს თავი. 1-ლ მარტს მათ იმავე სახელწოდების ფილმი ნახეს არა აღფრთოვანებული მაყურებლების, არამედ პატარა მკვლევრების თვალებით.
სკოლა მადლობას უხდის მათ დამრიგებელს ნინო ნაზღაიძეს.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვებში” კულინარიის გაკვეთილები სხვა გაკვეთილებთან ერთად, ინტეგრირებულად ჩატარდება by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები



