ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების მე-4ბ კლასმა სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება გამართა
ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების მე-4ბ კლასმა და მისმა დამრიგებელმა, დოდო დანელიამ, სასწავლო წლის ბოლოს ღონისძიება გამართეს.
დოდო დანელიას მიერ მოწყობილი ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ხარისხთ და დახვეწილობით. მათი თემა მუდამ ეხება ჩვენს ერს, მის წარსულს, წინაპრებს, ენასა და ფესვებს. პედაგოგი მაღალი ზნეობითა და მარადიული ღირებულებებით ზრდის პატარებს.
ღონისძიების თემა გახლდათ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მისი მოწამეობრივი აღსასრული. საღამოსაც ასე ერქვა „წიწამურიდან საგურამომდე“.
სავსე სასკოლო დარბაზის წინაშე წარსდგნენ მოსწავლეები. ისინი ამბობდნენ ლექსებს, საუბრობდნენ ერის მამის ღვაწლზე, ყველა სტრიქონი, ყველა დეტალი გემოვნებით იყო შერჩეული. გადამდები იყო ბავშვების ის ემოცია, განცდა, რომლებსაც დებდნენ თითოეულ გამოსვლაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ლუკა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა დამრიგებელს და მის აღსაზრდელებს.
-
სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესევების” მოსწავლეებმა მეფე დავით აღმაშენებელს ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მიუძღვნეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები
-
სკოლა “ფესვების” III კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს by ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვები



