ახალი შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის IBSU-სა და გიმნაზია – აია GESS-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სერვანტესის სახელობის გიმნაზია – AIA GESS -ს შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და AIA GESS-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, კერძო სკოლა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას. ამასთან, სკოლის თანამშრომლები უსასყიდლოდ ისარგებლებენ უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მომსახურებით.
გაფორმებული დოკუმენტი საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების ინტეგრაციას და სხვა არაერთ აქტივობასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ იბსუ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ექსკლუზიურად 35%-იან სასწავლო შეღავათს გაუწევს იმ აბიტურინტებს, რომელთაც სერვანტესის სახელობის გიმნაზია დაამთავრეს და სწავლის გაგრძელება საბაკალავრო პროგრამებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



