„ახალი ტრადიცია წარმატებით დამკვიდრდა!“ – უახლესი ამბავი მასწავლებლისგან
„ახალი ტრადიცია რომლის შესახებ EDU.ARIS.GE-დან გავიგეთ, ჩვენს სკოლაშიც ავიტაცეთ“, – ამის შესახებ, ახმეტის მეორე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, ნინო ჭიღიტაშვილი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
ნინო მასწავლებელი დედაენის დღის ღონისძიებიდან ფოტოკოლაჟს გვიზიარებს. პედაგოგი აღფრთოვანებას ვერ მალავს, რომ ტრადიცია, რომელის შესახებაც გასულ კვირას ვწერდით „სკოლებში ახალი ტრადიცია დამკვიდრდება“ – ანბანის გაცილება თანამედროვე სტილში, თავადაც აქცია პატარების საყვარელ ღონისძიებად.
იხილეთ ფოტოები ღონისძიებიდან:
„ვფიქრობ, ანბანის გაცილების ახალი ტრადიცია დამკვიდრდა. დაიმსახურა მშობლების, მოსწავლეებისა და ზოგადად, სასკოლო საზოგადოების სიყვარული. ტრადიცია, რომელიც პედაგოგმა, ირინა ფუტკარაძემ პირველმა დაამკვიდრა, ჩვენც ავიტაცეთ. ჩვენმა ფერადმა მოსწავლეებმა დადებითი განწყობა შექმნეს, სკოლებში მსგავსი ტრადიციების დამკვიდრება მნიშვნელოვანია“, – აგვიხსნა ნინო მასწავლებელმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



