ახალი წლის სიმღერა – ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების შესრულებით (+ვიდეო)
მომავალი თაობისთვის შექმნილი სიმღერები ახალ წელს ცოცხლდება. შრომა, რომელსაც მუსიკოსები, პედაგოგები, პატარა შემსრულებები გასწევენ დღის სინათლეზე გამოდის და მადლიერების გრძნობით ავსებს ყველას. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთასისი მე-2 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, ნინო არობელიძე ესაუბრება.
ნინო, საბავშვო სიმღერების ავტორის, კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის მიერ დაწერილ საახალწლო სიმღერას პირველს EDU.ARIS.GE-ს უზიარებს. მან მოგვითხრო, რომ მუსიკა “ოცხელებისთვის” დაიწერა და მისი მოსწავლეები დიდი სიყვარულით ასრულებენ. გუნდის ხელმძღვანელია, ქალბატონი ხათუნა მეგრელიძე.
„ეს სიმღერა დაგვიწერა ნუკრი კარკაძემ. ჩვენ სკოლაში სხვადასხვა კლასის ბავშვებისგან ჩამოვაყალიბე მოსწავლეთა საშემსრულებლო გუნდი და ერთად შევასრულეთ. ჩვენმა ნუკრიმ ეს საშობაო სიმღერა აჩუქა სკოლის გუნდს და მის შემოქმედებით საღამოზეც ვიმღერეთ”, – მოგვითხრო მუსიკსი პედაგოგმა, ნინო არობელიძემ.
ასევე იხილეთ:
„პრანჭია“, ფერადი და კაშკაშა – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები