„პრანჭია“, ფერადი და კაშკაშა – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)
ახალი, 2025 წლის მოახლოებასთან ერთად EDU.ARIS.GE ტრადიციას არ არღვევს და ტრადიციულად წარმოგიდგენთ საქართველოს სკოლების ნაძვის ხეებს, რომლებიც ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებმა ბოლო დღეებში მორთეს.
გასული წლის მსგავსად, სკოლებში მთავარი ნაძვის ხის გარდა, საკლასო ოთახებშიც არის მცირე ზომის მორთული ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციები, რომელიც პატარებს ახსენებთ, რომ ახალი წელი ახლოვდება.
რუსთავი მე-12 საჯარო სკოლამ ამჯერად წითელი და ოქროსფერი ყვავილებით გაფორმა ულამაზესი ნაძვის ხე, რომელიც სკოლის სააქტო დარბაზში, დიდი ზარზეიმით, ორიოდე დღის წინ აინთო. აღსანიშნავია, რომ ნაძვის ხეს ამშვენებს საახალწლო ქალაქის მაკეტი და ბრჭვიალა საათი, რომელიც მოუთმენლად ელის 31 დეკემბრის ღამეს. სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ მთელი სკოლა ულამაზესი საახალწლო დეკორაციითაა გაფორმებული.
ფოტო:
ბრჭყვიალაა და გირჩები ამშვენებს თბილისის145-ე საჯარო სკოლის ნაძვის ხეს. სკოლაში გვითხრეს, რომ ის ტრადიციულად პირველკლასელებმა აანთეს. გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, რომელზეც მოწვეული ჰყავდათ როგორც სანტა კლაუსი, ისე თოვლის პაპა.
ფოტო:
ელფების სამუშაო გარემოს ჰგავს ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლა.
„სკოლის თითოეულ ნაწილში თქვენ შეხვდებით სასაჩუქრე ყუთებს, უზარმაზარ თეთრ ფიფქებს, საახალწლო განათებას და სანტას, რომელიც ირმებს მთავარისაკენ მიჰყავთ. ყველა კლასის კარი წითელი ბაფთითაა გაფორმებული. ნაძვის ხე „პრანჭიაა“ და სადა განათება ამშვენებს“, – გვიამბეს სკოლაში.
იხილეთ ვიდეო
ფოტო:
ასე გამოიყურება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭილურტის საჯარო სკოლის ნაძვის ხე, რომელიც პატარებმა მაკულატურისგან გააკეთეს.
EDU.ARIS.GE სკოლის ნაძვის ხეების შესახებ ინფორმაციებსა და ფოტოებს კიდევ გაგიზიარებთ.