GE
21 ივნისი, 2019 17:03

ახმეტელის თეატრში სკოლა “ლომისის” ხელოვნების სტუდიების საანგარიშო კონცერტი ჩატარდა

18 ივნისს სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე ჩატარდა სკოლა “ლომისთან” არსებული ხელოვნების სკოლის სტუდიების საანგარიშო კონცერტი.

აღსაზრდელებმა მაღალ დონეზე წარმოადგინეს: ხალხური სიმღერები და ცეკვები, თანამედროვე ცეკვები, მხატვრული კითხვის ნომრები, მუსიკალური სპექტაკლი. მაგრამ საღამოს კულიმინაცია აღმოჩნდა ჩრდილების სპექტაკლი “კომბლე”. პატარების მიერ ჩრდილებით შექმნილმა წარმოდგენამ ემოციის გარეშე არავინ დატოვა.

სკოლა დიდ მადლობა უხსიდ სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელს ქ.ნ. მანანა ამბროლაძეს და კონცერტის მონაწილეებს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის.

Aris.ge - განათლება განათლება