„ბავშვს თუ ასწავლი ემოციების მართვას, აძლევ იარაღს, რომ საკუთარი ცხოვრება თვითონ მართოს“
ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
„შენი ხმა ზოგჯერ მხოლოდ შენ გესმის… შენში არის მთელი სამყარო – შენი სიხარული, შიში, აღელვება, ოცნება…“ – ემოციები ბავშვებში ბუნებრივია და მათი მართვა სწავლით მოდის. სწორედ ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ – მშობლებმა, მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა.
როგორ გაუმკლავდეს ბავშვი ემოციებს?
ბავშვს სჭირდება სივრცე და დრო, რომ საკუთარ ემოციას სახელი დაარქვას. როცა ბავშვი სწავლობს, რომ „ეს არის სიხარული“, „ეს არის წყენა“, „ეს არის შიში“, ის უფრო მარტივად სწავლობს, როგორ უნდა უპასუხოს მათ.
მშობლის როლი:
-მოისმინეთ ბავშვი განკითხვის გარეშე;
-დაეხმარეთ, სიტყვებით გამოხატოს თავისი გრძნობები;
-საკუთარი მაგალითით აჩვენეთ, როგორ მართავთ თქვენ ემოციებს.
მასწავლებლის როლი:
-შექმენით კლასში უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლე არ შეუშინდება ემოციების გაზიარებას;
-ჩართეთ სოციოემოციური აქტივობები (მაგალითად: ემოციების კუთხე, ემოციური ბარათები, როლური თამაშები).
თანაკლასელების როლი:
-მოუსმინონ ერთმანეთს და პატივი სცენ სხვის ემოციას;
-ასწავლონ ერთმანეთს მხარდაჭერა, თანაგრძნობა, მადლიერება.
მთავარი არსი:
როცა ბავშვი სწავლობს საკუთარ ემოციებს – ის იძენს თვითკონტროლს, თავდაჯერებას და სხვების გაგების უნარს. და ეს უნარი არის საჩუქარი მთელი ცხოვრებისათვის.
„ბავშვს თუ ასწავლი ემოციების მართვას, მას აძლევ იარაღს, რომ საკუთარი ცხოვრება თვითონ მართოს“.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი