GE
5 დეკემბერი, 2024 11:05

„ჩემი მარცვლები მერხებთან სხედან” – აქტივობა, რომელიც პედაგოგმა ცელქი პირველკლასელებისთვის შექმნა

“სიტყვების მარცვლები, პირველკლასელების მსგავსად, პატარა ენერგიული ონავრები არიან. ისინი გაკვეთილის დაწყებამდე თამაშობენ და მხოლოდ ზარის ხმის შემდეგ უსხდებიან თავიანთ მერხებს”, – ასე უხსნის დაწყებით კლასების პედაგოგი, სოფი ბოცვაძე პირველკლასელებს გაკვეთილს მათ მსგავსად ცელქი მარცვლების შესახებ.

მასწავლებელი აქტივობასა და რესურსს, რომელსაც პირველკლასელებთან მარცვლების შესასწავლად სწორედ ახლა იყენებს  EDU.ARIS.GE-ს დღეს, 5 დეკემბერს უზიარებს.

იხილეთ აქტივობა სახელწოდებით: „ჩემი მარცვლები მერხებთან სხედან”

„მოსწავლეებს წააკითხეთ არეული მარცვლები და სთხოვეთ გაიაზროს, სრულყოფილი სიტყვა გამოდის, თუ არა. ამის შემდგომ კი მიეცით მითითება – მოდი, შევუცვალოთ მარცვლებს ადგილი და ვნახოთ, რა გამოვა? პირველი მაგალითის შემდგომ მოსწავლე ადვილად იგებს სავარჯიშოს არსს და მისთვის სახალისო ხდება მუშაობის პროცესი.

“საკლასო ოთახში კი, დიდ ფორმატზე ვბეჭდავ „ცელქ მარცვლებს” და მოსწავლეებთან ერთად ხმამაღლა ვკითხულობ მათ. პატარები მალევე იაზრებენ სიტყვის არსს და მხიარულად მიუჩენენ მარცვლებს საკუთარ ადგილს”, – აგვიხსნა პედაგოგმა.

ასევე იხილეთ:

აქტივობა ბუშტებით, რომლებზეც მოსწავლეები „გიჟდებიან“ – რა მოიფიქრა მასწავლებელმა, მოსწავლეების გულის მოსაგებად

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში