აქტივობა ბუშტებით, რომლებზეც მოსწავლეები „გიჟდებიან“ – რა მოიფიქრა მასწავლებელმა, მოსწავლეების გულის მოსაგებად
ახალი ცოდნის ათვისება მოსწავლისგან საკმაო დროს, შრომასა და დიდ ნებისყოფასაც მოითხოვს. ეს კი ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. პედაგოგები ცდილობენ, საყვარელ მოსწავლეებს ხალისით შეასწავლონ ახალი და უცხო საკითხები.
დაწყებითი განათლების მასწავლებელი ირინა ფუტკარაძე იმ პედაგოგთა შორისაა, რომელთა გაკვეთილებიც მოსწავლეებს ახალ თავგადასავალს ჰპირდება.
EDU.ARIS.GE-სთან ირინა, დღეს, 7 ნოემბერს საუბრობს.
იხილეთ აქტივობის ფოტო:
“ვსწავლობთ ფერადი ბუშტებით” – აქტვობის ინსტრუქცია:
– ეს თამაში ჩემი მოსწავლეების გულის მოსაგებად მოვიფიქრე. ზოგჯერ მათთვის შედარებით რთულ საკითხებს ვსწავლობთ და რომ არ განაწყენებულიყვნენ საკუთარ თავზე და ჩემზეც, გადავწყვიტე, სწავლა-სწავლების პროცესი წამეხალისებინა.
– ვთქვათ, მოსწავლეს ვასწავლით სიტყვების მარცვლებად და ბგერებად დაშლას. დაფაზე ვხატავთ ხეს და ტოტების ნაცვლად ვუკეთებთ ნამდვილ ბუშტებს. ბუშტებს რომ გავბერავთ, შიგნით ვათავსებთ სიტყვებს, რომლებიც მცირე ზომის ფერად ფუნცლებზეა დაწერილი. მოსწავლე ხეთქავს ბუშტს, იღებს მასში მოთავსებულ სიტყვა და ცდილობს დაშალოს მარცხველად/ბგერებად. ეს აქტივობა მათ განსაკუთრებით ახალისებს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აქტივობა – საჩუქარი, რომლებზეც მოსწავლეები „გიჟდებიან“ .
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

