20 ოქტომბერი, 2023 14:07
ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლის საჩუქარი საყვარელ სკოლას
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარ ჩხარტიშვილი 19 ოქტომბერს, სკოლაში უჩვეულოდ, მცენარის ნერგებით გამოცხადდა.
სხვათა შორის, ნოდარმა კარგად იცოდა, რომ შემოდგომა მცენარეების დარგვის საუკეთესო სეზონია.
“VII კლასის მოსწავლე ნოდარ ჩხარტიშვილმა დეკორატიული მცენარეები საკუთარი ინიციატივით მოიტანა სკოლის ეზოს გასამწვანებლად და მეგობრებთან ერთად მცენარეებს გამორჩეული ადგილი მიუჩინა ” – წერს ჩიბათის სკოლა.
ასეთი ღირებული საჩუქრებისთვის სკოლა დღეს, 20 ოქტომბერს, ნოდარსა და მის დამხმარე მეგობრებს განხორციელებული ინიციატივისთვის საჯაროდ უხდის მადლობას.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



