„ჩვენი გზა ჰიმნიდან ცოდნამდე“ – მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ
„გზა მოსწავლიდან მოქალაქემდე მოზარდმა ოჯახთან და პედაგოგთან ერთად უნდა გაიაროს, სწორედ ასე უყალიბდება მას ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერება“, – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ ჯოჯუა ესაუბრება.
მან მოგვითხრო, რომ მესამეკლასელებთან გაკვეთილის ჰიმნით დაწყება თავდაპირველად მისი იდეა იყო და იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ მალევე ერთობლივი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
„გაკვეთილს ჰიმნით ვიწყებდი. ჯერ თავად ვიყავი ინიციატორი. ეს იმდენად მოეწონათ, მოდით ესე დავიწყოთ სულო. მოსწონთ, რადგან ყველა ჩართულია, არავინ ამბობს, „მე არ მინდა ვიმღერო“, ძალიან მოტივირებულები არიან. ჯერ ყველა სხვადასხვა ხმაში მღერის, რა თქმა უნდა, არ გამოგვდის ჰარმონიულად, მუსიკოსთა გუნდი არ ვართ“.
იხილეთ ვიდეო სახელწოდებით: „როგორც შეგვიძლია, ისე ვმღერით“
შედეგი ასეთი გვაქვს: უფრო მიმღები გახდნენ, ერთმანეთს არ დასცინიან, „მე უკეთესი ხმა მაქვსო“ – ამას არ ამბობენ. გულზე ხელს, რომ იდებენ ეს ამბავიც მოსწონთ. ვფიქრობ, ასეთი პატარ-პატარა ინიციატივები არავის დააზიანებს, პირიქით. ამიტომ თავს უფლება მივეცით გაკვეთილის ჰიმნით დაწყების ტრადიცია თავად შეგვექმნა“, – აგვიხსნა მარიამმა.