ვინ არიან მოსწავლეები თბილისიდან, რომლებიც ცარცს თავად ქმნიან
როცა მოსწავლეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევები უვითარდებათ, უფრო დაკვირვებული ხდებიან. შემდეგ კი, ჩნდება მეწარმედ ქცევის ამბიცია.
თბილისელმა მეხუთეკლასელებმა კლასშიც იპოვნეს ასეთი შესაძლებლობა და საყვარელი გამოყენებადი ნივთი თავად დაამზადეს. ისინი ახლა ცარცებს თავად ქმნიან და გეგმავენ, მისი ფართო წარმოებაც დაიწყონ.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელმა და მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, თინათინ ლაღიძემ უამბო.
“ჩვენს სკოლაში, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესში“ ასეთი იდეები ხშირია. ამჟამად ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის იდეა და გამოცდილება. ის მშობლებთან ერთად, სახლში ამზადებდა ფერად ცარცებს. იდეით მოვიხიბლეთ, მოვაწყვეთ ვორქშოფი, მოვიწვიეთ მისი მშობლები და თავად გვასწავლეს, როგორ დაგვემზადებინა. ამ ეტაპზე უკვე ვიწყებთ გაყიდვების დაგეგმვასაც, გაზაფხულის დასაწყისში პირველი გამოფენა გაყიდვა გვექნება. აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენს სკოლაში სმარტ დაფებს ვიყენებთ, ცარცის დახმარებით კი ულამაზეს ნახატებს ვქმნით სკოლის ეზოში”, – მოგვითხრო თინათინ ლაღიძემ.
ასევე იხილეთ:
„პრანჭია“, ფერადი და კაშკაშა – როგორი ნაძვის ხეები დადგეს საჯარო სკოლებმა (+ფოტო/ვიდეო)
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS