„ასეთი გვინდა იყოს ახალი სასწავლო წელი“ – ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პრომო
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ემზადება. სკოლას უკვე აქვს პრომო ვიდეო, რომელსაც მუსიკის პედაგოგი, ნინო არობელიძე გვიაზიარებს.
როგორ გავარკვიეთ, მუსიკა და ვოკალი თავად მას ეკუთვნის. ტექსტზე კი პოეტ ირმა ქურასბედიანთან ერთად იმუშავა.
სკოლის გზავნილი წელს ასეთიია – „გიყვარდეთ მასწავლებელი!”.
„ყველა სასწავლო წელი გამორჩეულია. განსაკუთრებით ვემზადებით. ვიდეოში ჩანს, როგორი სითბოთი და სიყვარულით უმღერიან პატარები საყვარელ მასწავლებლებსა და დამრიგებლებს. „ჩვენო ტკბილო მასწავლებლებო!” ამ სიტყვებით მიმართავენ.
ახალი სასწავლო წელი გვინდა იყოს ყველა პედაგოგის დაფასების, წარმატებისა და სიყვარულის წელი”, – მოგვითხრეს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში.
ასევე იხილეთ:
საბავშვო მუსიკა სწავლის პირველ დღეს – იდეები სკოლებისთვის (+ვიდეო)
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები