საბავშვო მუსიკა სწავლის პირველ დღეს – იდეები სკოლებისთვის (+ვიდეო)
„პირველკლასელებს ვუშლით წითელ ხალიჩას. გვყავს წამყვანი და ვრთავთ მხიარულ მელოდიას. ასეთ დროს მუსიკის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. კარგად თუ შეარჩევთ, ყველას განწყობა ამაღლებული იქნება და მოსწავლესთან ერთად, მშობელიც აუცილებლად კმაყოფილი დარჩება“,- ამის შესახებ თბილისის 142-ე და 48-ე საჯარო სკოლების მუსიკის პედაგოგი, ნანა ზარქუა გვესაუბრება.
გამოცდილ სპეციალისტს რჩევა მართვისაც აქვს, ვინც ახლა ფიქრობს, როგორ გაალამაზოს სკოლის დაწყების პირველი დღის საზეიმო ღონისძიება.
„შესაძლოა, არ გქონდეთ პომპეზური გახსნის ცერემონია, მაგრამ საქართველოს ჰიმნი აუცილებლად უნდა გაჟღერდეს. კარგი იქნება, თუ დადგამთ ფლეშმობს და შეარჩევთ კონკრეტულ თემას. მაგალითად: სიყვარული, მეგობრობა, განათლება. სცენა თუ გექნებათ, ძალიან კარგი იქნება და შეგეძლებათ, რომ ნიჭიერი მასწავლებლები და მოსწავლეები წარმოაჩინოთ”, – განგვიცხადა მუსიკის სპეციალისტმა.
ემილია – „მე სკოლაში მივდივარ“
„მახსოვს პირველად სასწავლებელში”
მაია ოთიაშვილის, „აი ია” (ვიდეო)
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS