ცნობილია, რამდენ გოგოს და ბიჭს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი 2023-2024 წელს და რომელი კლასი „ლიდერობს“
2023-2024 სასწავლო წელს, საჯარო და კერძო სკოლების 8 041 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა, 3 223 მოსწავლეს კი სტატუსი შეუწყდა. ამის შესახებ საუბარია უახლეს ანგარიშში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, რომელიც 11 ნოემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, 8 041 სტატუსშეჩერებული მოსწავლიდან 3 585 გოგო, 4 456 კი ბიჭი იყო. რაც შეეხება სტატუსშეწყვეტილი მოსწავლეების განაწილებას, 3 223 მოსწავლიდან სტატუსი 2 106 ბიჭს და 1 117 გოგოს შეუწყდა.
ანგარიშის თანახმად, 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ სტატუსის შეჩერების ყველაზე მეტი – 1 196 შემთხვევა მე-10 კლასის მოსწავლეებში დაფიქსირდა. მათგან 436 გოგო, ხოლო 760 ბიჭი იყო.
რაც შეეხება, კლასების მიხედვით სტატუსშეწყვეტილთა სტატისტიკას, აქაც ანალოგიური სურათია – მოსწავლეებში, რომლებსაც 2023-2024 წელს სტატუსი შეუწყდათ, მე-10 კლასის მოსწავლეები ჭარბობენ. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 2 472-ია, მათგან გოგო 777, ხოლო ბიჭი 1 695 იყო.
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში by სკოლების ამბები