„ცოდნის ნაჭერი“ – მასწავლებელმა მათემატიკის შესასწავლად გემრიელი თავსატეხი მოიფიქრა
„ყოველდღიური ცხოვრებიდან თასატეხები ამოცანებად აქციეთ და ნახავთ, როგორ მოეწონებათ მოსწავლეებს“, – ამის შესახებ დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნინო სამხარაძე EDU.ARIS.GE -ს ესაუბრება.
ახალგაზრდა მასწავლებელი, იმ აქტივობის შესახებ გვიამბობს, რომლითაც მოსწავლეებს შეკრება-გამოკლება მხიარულად შეასწავლა.
სხარტი თავსატეხი: „ცოდნის ნაჭერი“
– მშობლებო, შეიძინეთ პიცა. დაყავი ის ისე, რომ გამოვიდეს 10 ნაჭერი. სთხოვეს შვილს, პიცის ერთი ნაჭერი გაუზიაროს მეგობარს. ჰკითხეთ: თუ შენ და შენმა მეგობარმა პიცა თანაბრად უნდა გაიყოთ, თითოეულს რამდენი ნაჭერი შეგხვდებათ?
ახლა კი წარმოიდგინე, რომ ეს 10 ნაჭერი 5 მეგობარს უნდა გაუყო, მაშინ რამდენი შეხვდება თითოელს? რა შეამჩნიე უცნაური ამ დავალებაში?
„გაითვალისწინეთ მოსწავლეების სწავლის სტილი – როგორც ვიცით, ზოგიერთი მოსწავლე მოსმენით უკეთ იაზრებს, ზოგიერთი კი დამხმარე ილუსტრაციებით და ა.შ“, – აგვიხსნა პედაგოგმა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი