კუხის საჯარო სკოლის ეტლით მოსარგებლე მოსწავლის ცეკვა ბოლო ზარზე (+ვიდეო)
„როდესაც ანი და ვაკო სცენაზე ამოვიდნენ, აუდიტორია დიდი ინტერესით უყურებდა. ჩვენმა საოცარმა გოგომ ეს ცეკვა 3-4 გაკვეთილში ისწავლა“, – უყვება EDU.ARIS.GE-ს ცეკვის პედაგოგი, ქრისტინე ზაქრაძე და იმ ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც სჩანს, თუ როგორ ასრულებს კლასელებთან ერთად „ბოლო ზარის ცეკვას“ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანუკი კაკაბაძე,
იხილეთ: ვიდეო
ცეკვის პედაგოგს სათქმელი იმ სკოლების წარმომადგენლებისთვისაც აქვს, სადაც შშმ და სსსმ მოსწავლეები სწავლობენ.
„თუ თქვენს სკოლაში სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩართოთ სასკოლო აქტივობებში. ამასთან, შესაძლოა, მეტი მუშაობა მოგიწიოთ, ან სულაც არ მოგიწიოთ, რადგან მოსწავლე უკიდეგანოდ ნიჭიერი იყოს. ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვიდეოში ვხედავთ, მართლაც დაუვიწყარი კადრებია”, – ამბობს ცეკვის პედაგოგი.
გაგვიაზირეთ თქვენი სკოლის გამოცდილებაც, როგორ დაგეგმეთ ან აპირებთ დადეგმოთ ბოლო ზარის აქტივობები შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების) და სსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე) მოსწავლეებისათვის.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები