დედაენის დღე ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა
დედაენის დღე ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა.
სკოლაში ამ დღეს განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა შეინიშნებოდა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. მე-5 მე-6 კლასებში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა. ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ჯგუფურად მოამზადეს პრეზენტაციები და პოსტერები ქართულ და თურქულ ენებზე. მათ ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული ცოდნა და დამოკიდებულებები 14 აპრილის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდა დაწყებითების კათედრაც. სკოლის ეზოს ღია სივრცეში მოეწყო დროებითი საკლასო ოთახი, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა ქართული ანბანის კალიგრაფიის კონკურსში. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, გამოვლინდნენ გამარჯვებული.