დედაქალაქის ჩემპიონი მოსწავლეები ფრენბურთში – 32-ე საჯარო სკოლა გამარჯვებას ზეიმობს
თბილისის 32-ე საჯარო სკოლა, ფრენბურთში, ვაჟთა შორის სასკოლო ლიგის დედაქალაქის გამარჯვებულია. გუნდმა ფინალურ თამაშში ორგზის ჩემპიონი, თბილისის 98-ე საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი ანგარიშით დაამარცხა. დეტალების შესახებ EDU.ARIS.GE–ს სკოლაში უამბეს.
ჩემპიონატში თბილისის მასშტაბით 40-მდე სკოლა მონაწილეობდა. 32-ე საჯარო სკოლის გუნდმა კი, 8 ბრძოლაში დიდი უპირატესობით შეძლო გამარჯვების მოპოვება.
გამარჯვების აღსანიშნად გუშინ, 12 აპრილს, სკოლის დირექციის ორგანიზებით, გამარჯვებულ მოსწავლეებს საზეიმო ღონისძიება მოუწყვეს. სკოლის წარმატების აღსანიშნავი ღონისძიებიდან ვიდეორეპორტაჟი მოამზადა ინგლისური ენის მენტორმა პედაგოგმა, ბიჭიკო ოჩიგავამ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს გამარჯვება მათთვის ისტორიულია და საამაყო მოსწავლეების თასი სკოლაში საპატიო ადგილს დაიკავებს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი