„დედის დღის აღნიშვნის ტრადიცია გააგრძელეთ!“ – სპეციალისტი სკოლებში საზეიმო ღონისძიებების საჭიროებებზე საუბრობს
საქართველოში 3 მარტი დედის დღედაა გამოცხადებული. დედის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მას თავისი ტრადიციები აქვს. როგორც გავარკვიეთ, ამ დღესთან დაკავშირებით, არა ერთ სკოლაშია დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები.
ზოგადი განათლების სპეციალისტი, ქეთევან სუთიაშვილი EDU.ARIS.GE-ს უხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართებოდეს და ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა სკოლას ჰქონდეს აღებული.
ქეთევანმა ასევე გაგვიაზიარე, ოტია იოსელიანის ზღაპრების მიხედვით შექმნილი სცენარი, რომელიც სკოლებმა დედის დღის საზეიმო ღონისძიებისთვის შეუძლია გამოიყენონ.
“დაჩის ზღაპრები”- ოტია იოსელიანის მიხედვით. დედის დღისადმი მიძღვნილი ზღაპრის სცენარი
„სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ ღირებულებებს. კარგად ორგანიზებული ღონისძიებები ეხმარება მათ გააცნობიერონ დედის როლი და დააფასონ მისი შრომა. ეს კი ხელს უწყობს ოჯახური ღირებულებების განმტკიცებას. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მახსოვს როგორი გრანდიოზული ღონისძიებები ეწყობოდა სკოლებში. ახლა ეს ღონისძიებები კლასებში ნაწილდება და ისინი მცირე აქტივობებს გეგმავენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ სკოლაში საზეიმო ღონისძიებების აღნიშვნის ტრადიცია უნდა გრძელდებოდეს. სკოლებო, დედის დღის აღნიშვნის ტრადიცია გააგრძელეთ!“, – აგვიხსნა სპეციალისტმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS