12 ივნისი, 2017 17:40
დემირელის კერძო კოლეჯში სპორტის პედაგოგების ინიციატივით სპორტის ორ სახეობაში სასკოლო ტურნირი ჩატარდა
8 – 9 ივნისს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში სპორტის პედაგოგების ინიციატივით ჩატარდა სასკოლო ტურნირი სპორტის ორ სახეობაში – ფეხბურთსა და ფრენბურთში. ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, შედეგების მიხედვით კი ადგილები ამგვარად გადანაწილდა:
ფეხბურთი: I ადგილი დაიკავა Xა კლასმა, II ადგილი ერგო XIბ კლასს, ხოლო III ადგილზე გავიდა XII კლასი.
ფრენბურთი: I ადგილზე XII კლასი გავიდა, II საპატიო ადგილი ერგო X ბ კლასს, ხოლო III ადგილი Xა კლასმა დაიკავა.
ტურნირის ბოლოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდების წევრები და გამორჩეული მოთამაშეები.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი



