დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატის სტატუსით ჩეხეთში მიემგზავრება
შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლე სალომე ბაჯელიძე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატის სტატუსით ჩეხეთში მიემგზავრება, სადაც 19-31 ივნისს ჩანიშნულ საერთაშორისო სესიებში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.
სალომემ წარმატებით გადალახა რამდენიმე რთული და ამავდროულად საინტერესო შესარჩევი ეტაპი და მრავალრიცხოვან კანდიდატს შორის დამაჯერებლად მოიპოვა ევროპაში გამგზავრების უფლება.
,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი” (European Youth Parliament – EYP) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.
ევროპის ორგანიზაცია ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი