დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
21 თებერვალს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ირმა ბაჯელიძის ინიციატივით, ეწვივნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც გაიმართა ღონისძიება „სიმართლე თებერვლის შესახებ“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ემიგრანტულ არქივებსა და პერიოდულ გამოცემებში დაცული მასალა, მათ შორის: გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიებისა და სხვათა პირადი წერილები, ემიგრანტული პრესის ფურცლებზე შემონახული სტატიები, შეფასებები, მოგონებები, საზოგადოებისათვის უცნობი აუდიომასალა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი „მე და ოკუპაცია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა. შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
-
დემირელის კოლეჯის მოსწავლეებს პრემიერმა მადლობის სიგელები გადასცა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა აშშ-ში GENIUS-ის მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი
-
დემირელის კერძო კოლეჯის 2017 წლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო IBSU-ში გაიმართა by დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი



