16 დეკემბერი, 2016 16:08
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრას დაესწრნენ
15 დეკემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები, მედინა მამედოვა, შირვან ალიევი და მირაჯ ბაირამოვი, დაესწრნენ შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები – სომხური და აზერბაიჯანული საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოსწავლეებს შეხვდა ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე, ევროპული ღირებულებების როლზე, ასევე, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლეები თანატოლებს ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანში დაეხმარნენ.